Sunday, December 27, 2015

The Silence of the Lambs

,,კრავთა დუმილი’’ თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ საშინელებათა ჟანრის ამერიკულ კლასიკად. ფილმში ბრწყინვალედ შესრულებული როლებისთვის ენტონი ჰოპკინსმა და ჯოდი ფოსტერმა ოსკარი მიიღეს.

აღნიშნულ ფილმში მოთხრობილია რეალურ სერიულ მკვლელზე – ედ გეინზე, რომელიც ამერიკელ მკვლელებს შორის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი ადამიანებს ატყავებდა და სწორედ ამის გამო შეარქვეს ,,ბუფალო ბილი’’. მიუხედავად იმისა, რომ  მოვლენები ფილმში სწორედ ედ გეინის გარშემო ვითარდება, მთავარ როლში არანაკლები სისასტიკით გამორჩეული სერიული მკვლელი დოქტორი ჰანიბალ ლექტერია, რომელიც გამოძიებას ედ გეინის პოვნაში ეხმარება. იგი ფსიქიატრია და წარსულში ბუფალო ბილი მისი პაციენტი გახლდათ. ლექტერისთვის გაცილებით მარტივია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, რადგან კარგად იცნობს მას და თავადაც პროფესიონალი ფსიქიატრია. დოქტორ ჰანიბალის პერსონაჟი წარმოადგენს ამერიკელი სერიული მკვლელების იმ ნაწილს, რომლებიც დიდი ინტელექტითა და განათლებით გამოირჩეოდნენ და ისე შეჰყავდათ პოლიცია შეცდომაში, რომ ვერც კი ხვდებოდნენ.  ენტონი ჰოპკინსის პერსონაჟი, როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესიით ფსიქიატრია და დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ამას ემატება მისი ინტელექტი, ლოგიკური აზროვნების უნარი, გამჭრიახობა და ბევრი ის თვისება, რომელიც კარგ გამომძიებელს უნდა ახასიათებდეს. იგი, ფაქტობრივად, გზას უჩვენებს ახალგაზრდა გამომძიებელ კლარისს, რომელიც ეხმარება მას მკვლელის პოვნაში.  სწორედ აქ ყალიბდება ამერიკელი სერიული მკვლელის პორტერტი, როგორც მეტისმეტად ჭკვიანი და ინტელექტუალური პერსონა. ფილმში მისი ამგვარად წარმოჩენა კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ამერიკაში სერიული მკვლელები საზოგადეობის პატივისცემასაც კი იმსახურებდნენ, რაც კარგად ჩანს ტედ ბანდის მაგალითზე, რომელიც ამერიკის კიდევ ერთი სისხლიანი სერიული მკვლელი იყო.
ბიუჯეტი მხოლოდ 19 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მისმა შემოსავალმა 273 მილიონამდე მიაღწია.ფილმმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა და აღიარეს საუკეთესო ფილმად საშინელებათა ჟანრის კატეგორიაში, 1973 წელს გადაღებული ეგზორცისტის შემდეგ.

Only Lovers Left Alive


როდესაც ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი, “Only Lovers Left Alive” დაანონსდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ჯიმი იღებდა ფილმს ვამპირებზე, ადამზე და ევაზე და მათ როლებს ტომ ჰიდელსტონი და ტილდა სვინტონი ითამაშებდნენ. ქასთში ასევე იყვნენ ჯონ ჰარტი და მია ვასიკოვსკა. ტრეილერის გამოსვლის შემდეგ კი უკვე დღეებს ვითვლიდი ფილმის ნახვამდე. ძალიან ხშირია, როდესაც ასეთი მოლოდინის შემდეგ იმედი მიცრუვდება ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ ეს ის შემთხვევა არ იყო. ფილმი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი.
ჯიმ ჯარმუშმა გადაწყვიტა, რომ ედვარდზე (“ბინდი”) და მის მსგავს ვამპირებზე გამიჯნურებული მაყურებლისთვის დაენახებინა, თუ რეალურად რას ნიშნავს, იყო ვამპირი. რამდენად რთულია, შეინარჩუნო სიცოცხლის ინტერესი, როცა უკვე ყველაფერი გაქვს ნანახი. როცა ბაირონთან ჭადრაკი გითამაშია, აინშტაინთან მეგობრობდი და შექსპირი ცოტა გაღიზიანებდა კიდეც. ტომ ჰიდელსტონის პერსონაჟს, ადამს ეგზისტენციალური კრიზისი აქვს. ერთადერთი, რაც ახალისებს, მუსიკის შექმნაა, თუმცა არ უნდა პოპულარობა. სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ვამპირი შეწუხებულია “ზომბებით” (უბრალო მოკვდავები).
ადამი და ევა საუკუნეებია ცოლ-ქმარი არიან და ისევ ისე უყვართ ერთმანეთი. მიუხედავად ამისა, ისინი გლობუსის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ. ადამი დეტროიტშია, სახლიდან თითქმის არ გამოდის და მუსიკას წერს, ევა – ტანჟერში ცხოვრობს, მაროკოში. კითხვა და ცეკვა უყვარს. ადამთან ლაპარაკის მერე ევა მიხვდება, რომ მის ქმარს დეპრესია აქვს და დეტროიტში აკითხავს.
თუ აქამდე ვამპირად ქცევა ბევრი მაყურებლის ოცნება იყო, უკვდავობა – მუდმივ გართობასთან ასოცირდებოდა, ამ ფილმის ყურების შემდეგ ეს გრძნობა ნამდვილად არ დაგეუფლებათ. ადამი და ევა, მათი გარემო თითქოს ერთ ადგილზეა გაჩერებული. მხოლოდ მათი ერთმანეთისადმი ლტოლვა და სიყვარულია ცოცხალი. ფილმის ყურების მომენტში, თითქოს გიხარია, რომ შენს ვენებში სისხლი მოძრაობს.
ფილმი სავსეა სხვადასხვა ცნობილ ადამიანებზე ხუმრობებით. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი პერსონაჟი ხომ თავად კრიტოფერ მარლოუა. (ჯონ ჰარტი) ფიზიკა, ვინტაჟური გიტარები, ძველისძველი ხალათები, არასწორ დროს ამოსული სოკოები ერთიანობაში საოცრად მისტიურ გარემოს ქმნიან.
ფილმში თითქმის არაფერი ხდება. უბრალოდ, უნდა მოდუნდე, ტომის და ჰილდას საოცარი ქიმიით დატკბე. ამაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ საუნდტრეკები. დაწყებული ლიბანელი შემსრულებლით, იასმინ ჰამდენით, გაგრძელებული ჯარმუშის ბენდით “SQURL” და იოზეფ ვან ვისემით.



რანგო

არსებობს ერთი სასიამოვნო გრძონა – გრძნობა, როდესაც სასიამოვნოდ გაოცებული რჩები. სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა ანიმაცური ფილმი "რანგოს" ყურების დროს. 
თავდაპირველად მინდა, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილო მულტფილმის სიუჟეტი. მთავარი გმირი ქამელეონია (ჯონი დეპი), რომელიც შემთხვევით სრულიად ახალ სამყაროში – უდაბნოში აღმოჩნდება. ქამელეონი მეოცნებეა და ყოველთვის სურდა ფილმები გადაეღო. უდაბნოში იგი მდედრ ხვლიკს ხვდება, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს მამამისის რანჩო შეინარჩუნოს. ასე, ქამელეონი ხვდება ქალაქში, რომელიც უდაბნოში მდებარეობს. სამწუხაროდ, ეს ოაზისი არაა. ქალაქის მკვიდრნი სასოწარკვეთილად ელიან წყლის გამოჩენას. უფრო მეტად კი გმირისა, რომელიც მათ იმედს ჩაუსახავს. მსახიობური ნიჭით დაჯილდოვებული ქამელეონი კი თავის თავზე ათას ლეგენდას იგონებს, ახალ სახელს არჩევს და ხდება ქალაქის შერიფი – გმირი, რომელიც ხალხს წყლის დაბრუნებას პირდება. ყველაფერი ასე მარტივად არაა. ვიღაცას განგებ აწყობს, რომ ქალაქში ტოტალური წყურვილი იყოს. ვიღაცა ამაზე მომავალ გეგმებს აწყობს. ხალხის ერთადერთი იმედი კი მხოლოდ და მხოლოდ რანგოა.
უდაბნო, 18–19–ე საუკუნეების აურა, რევოლვერები, კოვბოის ქუდები და წყურვილი ზუსტად იმ განწყობას ბადებს, რაც ნამდვილ ვესტერნს მოაქვს. დიახ, რანგო ვესტერნია – ანიმაციური ვესტერნი.
ფილმის მთავარი პლიუსი ალბათ ისაა, თუ რა ჭკვიანურად და კრეატიულადაა გადაღებული. მეორე მხრივ, ეს პრობლემასაც ბადებს. ზოგისათვის და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, შეიძლება ფილმი იყოს გაწელილი, რადგან ექშენი ფილმში ნაკლებადაა. სამაგიეროდ, არის ერთი–ორი ძალიან კარგი ექშენ სცენა. ამას ემატება არაჩვეულებრივი სიუჟეტი და კიდევ ერთხელ გარემო, რომელიც ნამდვილი ვესტერნის განწყობას ბადებს. რანგო იმ ფილმთაგანია, რომელმაც ძალიან დიდ შეფასება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისაგან.
ჭკვიანურად განვითარებული სიუჟეტი პიკს აღწევს რანგო ხვდება ვესტერნის უკვდავ პერსონაჟს „კაცს, რომელსაც სახელი არ აქვს“. საკულტო გმირი, რომელიც კლინტ ისტვუდმა შექმნა „დოლარების ტრილოგიაში“. ასევე ძალიან დამაფიქრებელია რანგოსა და არმადილოს შეხვედრა, ცხოველისა, რომელიც დასავლეთის სულს ეძებს.
საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ რანგო აუცილებლად სანახავი ფილმია. შეიძლება ზოგისთვის იგი – მოსაწყენი, ზოგისთვის დებილურია, მაგრამ „რანგო“ სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.


10 საუკეთესო ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო!

ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმებიდან, თითქმის ყველა 2 საათ-ნახევარზე მეტხანს გრძელდება, თუმცა არაჩვეულებრივი რეჟისორებისა და მსახიობების მუშაობის წყალობით, მათ მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით ნახულობს. და თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ ახლავე ნახოთ.

მცვანე მილი

საკულტო მისტიკური დრამა სტივენ კინგის რომანის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს უჩვეულო პატიმრის, ჯონ კოფის შესახებ. მას სიკვდილი აქვს მისჯილი. მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელსა და კრიტიკოსებზე და ასწავლა მათ, რომ სჯეროდეთ სასწაულების. ფილმმა მიაღწია უდიდეს წარმატებას: „ოსკარზე“ წარდგენილი იყო 4 ნომინაციაში, აქვს „სატურნის“ 3 პრემია, კიდევ 10 ჯილდო და 23 სხვა ნომინაცია. 

კარგი, ცუდი და ბოროტი
არც მანამდე და არც მის შემდეგ არ გადაღებულა ვესტერნი, რომელიც „კარგი, ცუდი და ბოროტის“ ხარისხს შეედრება. ამ ფილმის ყოველი ფრაზა ცნობილი ციტატა გახდა და ყოველი სცენა – კლასიკა.მორიკონეს არაჩვეულებრივი მუსიკა, სერჟიო ლეონეს გენიალური რეჟისურა და, რაღა თქმა უნდა, მტკიცე და აუღელვებელი კლინტ ისტვუდი.
შინდლერის სია
წარმატებული ბიზნესმენის, ნაცისტური პარტიის წევრის, მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ებრაელის გადამრჩენელის – ოსკარ შინდლერის ისტორია. 


ბეჭდების მბრძანებელი

„ბეჭების მრძანებელი“ თანამედროვე კინემატოგრაფიის მართლაც მონუმენტური შედევრია. თუკი წიგნი არ წაგიკითხავთ, პიტერ ჯეკსონის ფილმების ნახვის შემდეგაც გახდებით ტოლკინის ფანი. მსახიობების არაჩვეულებრივ თამაშს, კოსტიუმებს და ჰოვარდ შორის შესანიშნავ მუსიკას ზღაპრების სამყაროში გადაჰყავს ისინიც, ვისაც არ სჯერა ზღაპრების.

მატრიცა

ერთერთი საკულტო ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ იდეებს. კინოსურათი, რომელშიც დაიმახსოვრებ ყველა მომენტს, პირველივე ნახვიდან, რადგან თითოეული სცენა ღრმად ილექება შთაბეჭდილებებში.


ერთხელ ამერიკაში

ამერიკელი პროდიუსერების გამო ლეონეს ამ იდეის დამუშავება 20 წელს მოუწია. მაგრამ ლოდინი ამად ღირდა – გასული წლების განმავლობაში, იდეის გაჩენიდან ფილმის გამოსვლამდე, მან გონებაში ფილმი იმდენჯერ გადაიღო, რომ საბოლოო პროდუქტი იდეალური გამოვიდა, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
პერლ-ჰარბორი

მაიკლ ბეიმ შეძლო გადაეღო არაჩვეულებრივი დრამატული სურათი. საინტერესო ატმოსფერო და საჰაერო ბრძოლები მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. და რაღა თქმა უნდა მსახიობების ოსტატური თამაში და იდეალური მუსიკალური გაფორმება.
ბენჟამინ-ბატონის იდუმალებით მოცული ამბავი
ფიცჯერალდის გენიალურმა ფანტაზიამ დევიდ ფინჩერის ფილმით მეორე სიცოცხლე შეიძინა. შესაძლოა უფრო საინტერესო და ნათელიც კი, ვიდრე ფურცლებზე. ფილმი უდავოდ იძლევა მეტი მოსაზრების გავრცელების საშუალებას და გასაღებებს იმ კარებისთვის, რომლებიც ავტორს ორიგინალ რომანში არ გაუხსნია.

გაიცანით ჯო ბლეკი

ენტონი ჰოპკინსი და ბრედ პიტი. კიდევ რამე არის საჭირო იმისთვის, რომ ფილმი არაჩვეულებრივი იყოს? თუმცა მასში არის კიდევ რაღაც – სამყარო, სადაც ერთმანეთს კვეთს სიკეთე და ბოროტება, დიდება და სირცხვილი, შიში და სიმამაცე, სიყვარული და სიკვდილი. ისინი ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ. 
ავატარი
საინტერესოა, შესაძლებელია იდეალური ფილმის გადაღება? ფილმის, სადაც ჰარმონიულად შერწყმული იქნება ღრმა აზრები, საინტერესო შინაარსი და ლამაზი ვიდეოსიუჟეტი.ჯეიმს კამერუნმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებელია და გადაიღო „ავატარი“. ეს მხოლოდ ფილმი არაა, ეს მთელი სამყაროა. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: გარემო, დაუჯერებელი ცხოველები, მწერები.















Eyes Wide Shut


"THE END OF THE RAINBOW"

სტენლი კუბრიკის ფართოდ დახურული თვალები ალბათ ყველას კინომოყვარულს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი, მაგრამ მერწმუნეთ ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის... პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ დამაბნეველია და ფილმს დიდი ეჭვების გრძნობით უყურებ, სადაც ერთი გაურკვევლობა ცვლის მეორეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩეულებრივი ჰოლივუდური ფილმი. 

ფილმში აღწერილია დოქტორი ბილ ჰარფორდის თავგადასავალი ორ სამყაროში: სცენა ვითარდება 90' იანი წლების ნიუ იორკში. საახალწლო პერიოდი როდესაც ყველა დაკავებულია ამ მხიარული დღესასწაულის აღნიშვნით. დოქტორი ჰარფორდის ცხოვრება კი იცვლება მისი ცოლის სექსუალური ფანტაზიების გაგების შემდეგ. მას გაუჩნდა საშუალება გამოეცადა რაღაც განსხვავებული და მისტიური. 

კუბრიკის ფილმები ცნობილია თვაისი მისტიური შინაარსითა და სიმბოლიმებით. მრავალი აზრი გაჩნდა თურას ეხებოდა მისი შემოქმედება. ბევრი კითხვა კვლავ პასუხის გარეშე რჩება რადგან სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ფაქტი თუ სიმბოლო, რისი მეშვეობითაც სტენლი კუბრიკი ცდილობდა თავისი ფარული აზრის ჩვენებას მაყურებლისთვის.



ერთ ერთი სიმბოლო რითაც ფილმი იწყება არის იშტარის ვარსკვლავი - რაც წარმოადგენს ფარული ღვთაების სიმბოლოს.

შემდეგი სიმბოლო რაც ასევე ფილმის პირველივე კადრებში არის ნაჩვენები არის კუპიდი - ვნების ღმერთი. ეს ერთ ერთი მთავარი სიმბოლოა რაც მიგვითითებს ფილმის იდეაზე.

 წვეულებაზე ბილს ხვდება ორი ახალგაზრდა გოგო. ერთ ერთის გვარი არის ვინდზორი, რაც დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარს წარმოადგენს, ამით კუბრკს სურდა ხაზი გაესვა მსგავსი ტიტულოვანი ოჯახების სხვადასხვა კულტებში მონაწილეობაზე. როდესაც ბილი მათ კითხვას უსვამს თუ სად მიჰყავთ იგი, გოგონა პასუხობს "Where the rainbow ends" - რაც გულისხმობს წარმოუდგენელი რამის ჩვენებას, ის რაც დოქტორ ბილს ფილმის განმავლობაში გადახდება თავს. ცისარტყელა ფილმის განმავლაბში ბევრჯერ გვხდება, რაც ხას უსვამს მის სიმბოლიზმს.




ერთ-ერთი ძირითადი ხაზი რაც ფილმს გასდევს არის სარკეში თვითანალიზი. ფილმის მთავარი პოსტერიც კი სარკეში არის ჩასმული. სარკეში პერსონაჟები ხედავენ მათ რეალურ მეს და აცნობიერებენ იმ ფარსს რასაც გარე სამყაროს უზიარებენ. 

მუსიკა რაც დაჰყვება მთელ ფილმს არის მართმადიდებლური ლიტურგია უკუღმა დაკრული. ამ ფაქტმა ფილმის გამოშვების დროს დიდი ჟიოტაჟი გამოიწვია, ქრისტიანული სამყარო ფილმის კინოეკრანებიდან მოხსნას ითხოვდა.

მთელი ფილმი გაჯერებულია სხვადასხვა მასონური თუ სხვადსხვა რელიგიური სიბოლოებით რაც უფრო ნათელს ხდის ფილმის ჩანაფიქრს.

სტენლი კუბრიკი:

"The representation of reality has no bite. It does not transcend. Nowadays I am more interested in taking up a fantastic and improbable story…. I always enjoyed representing a slightly surreal situation in a realistic way. I have always had a penchant for fairy-tales, myths and magical stories. They seem to me to come closer to our present-day experience of reality than realistic stories, which are basically just as stylized."

















Saturday, December 26, 2015

Now You See Me ...

Now You See Me ....

დაახლოებით ერთი საათი გავიდა რაც ფილმის ყურება დავამთავრე .. იმდენად დიდი შაბეჭდილების ქვეშ ვარ მოქცეული რომ ვერ მოვითმინე და მომინდა გამეზიარებინა მკითხველებისთვის. სიმართლვე გითხრათ ცოტა დაბნეული ვარ, ვერ ვხვდები რას ვგრძნობდი ამ ფილმის ყურების დროს. იყო ეს აღელვება? ნამდილად თან ძალიან დიდი ... ეს ერთ ერთი ყველაზე ჩახლართული ფილმია რაც კი მინახავს. თვითონ სცენარიც ხომ ილუზიონისტებზეა რაც თავისთავად უკვე ინტრიგის მომგვრელია. იმდენად გითრევს ფილმის სიუჟეტი რომ სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობ. (ტელეფონისთვისაც არ დამიხედია არც ერთხელ :).

ვიყავი თუ არა დაინტრიგებული? რათქმაუნდა ... ინტრიგა თვითონ ტრეილერის ყურების შემდეგ დაიწყო, შემდეგ რეჟისორით და სამსახიობო გუნდით გაგრძელდა ... ეს ყველაფერი უფრო აღვივებდა ჩემში ინტერესს მეყურებინა ამ ფილმისთვი. ჯესი ეიზენბერგი ( Jessee Eisenberg), მარკ რუფალო (Mark Ruffalo), ვუდი ჰარელსონი Woody Harrelson), მორგან ფრიმანი (Moran Freeman), მაიკელ კეინი (Michael Cane), იზლა ფიშერი (Isla Fisher) და დეივ ფრანკო  (Dave Franco)  ... ამ სახელების შემდეგ ძნეია გაუძლო ცდუნებას და არ უყურო ფილმს. მაგრამ ამ ყველაფერს ემატება რეჟისორი რომელსაც საოცარი ხედვა და ნამშევრები აქვს. 



Come in Closer, Because More you Think You See The easier It Will Be To Fool You

დავიბენი? ძალიან !!! ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა როგორც აგატა კრისტის დეტექტივების წაკითხვის შემდეგ, როდესაც შენს ვარაუდს თუ ვინ არის დამნაშავე უკვე ბევრი ფაქტი ამტკიცებს მაგრამ ბოლოს ავტორი სრულიად გირევს ყველაფერს და ხვდები რომ საერთოდ არაფერი არ იცოი ... მტელი ფილმის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი რომ ვხვდებოდი ვინ იყო ყველაფრის უკან, ვმაყობდი კიდევაც ჩემი მიხვედრილობით მაგრამ BOOM !!! ვცდებოდი ფილმის პირველი წამებედან ... საბედნიეროდ მხოლოდ მე არ ვიყავი მსგავს სიტუაციაში, ჩემი მეგობრების გაოგნებული მზერა რომ დავიჭირე მივხვდი რომ ყველა გაგვაბითურეს.  

და ბოლოს .... გამიცრუვდა იმედები? სამწუხაროა და კი!! ვთვლლი რომ სასიყვარულო ბანალური სცენები არ არის ყველა ფილმისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით ისეთი მრავალფეროვანი სიუჟეტის მქონე სცენარისთვის როგორც ეს ფილმია. ფილმის კულმინაციად მაინც კარუსელის სცენა მიმაჩნია და ფილმის ბოლო 5 წუთს საერთოდ გავაქრობდი. 

მომწერეთ თქვენი კომენტარები რას ფიქრობთ ამ ფილმის შესახებ!


www.facebook.com/Muvize



The Great Gatsby

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მიერ 1925 წელს დაწერილი შესანიშნავი ნაწარმოები 2013 წელს ბაზ ლუჰრამანმა (Baz Luhrmann) ეკრანებზე გააცოცხლა. დროის საუკუნოვანი ცვლილების მიუხედავად ფილმში იგრძნობა ის მუხტი და რიტმი რომელიც თან ახლდა მზარდი ნიუ იორკსა და მის უდარდელ მდიდარ მაცხოვრებლებს. პროექტის წარმატება წინასწარვე გამოკვეთილი იყო რადგან ამ პროექტს სათავეში ლეგენდარული რეჟისორი "რომეო და ჯულიოეტასა" და "ავსტრალიის" შემქმნელი ბაზ ლუჰრმანიჩაუდგა სათავეში. 


იმის მიუხედავად რომ ფილმის სცენარი ყველასთვის კარგად ნაცნობია ფილმის ყურების დროს მაინც მოულოდნელობის და სიახლის გრძნობა გეუფლება. გამაოგნებელია ის ფაქტი რომ ყველა მცირედი დეტალიც კი გათვალისწინებული იყო გადაღებების დროს. ფილმის გადაღებიდან მის ეკრანებზე გამოსვლამდე 2 წელი გავიდა, მაგრამ დამერწმუნეთ ნამდვილად ღირდა ლოდი. 


ისტორიის განვითარება ხდება "ჯაზის ეპოქაში" როდესაც ცვლილებები და ამ ცვლილებებთან გამკავება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. როდესაც ხალხი ცდილობს გაერთოს, ცხოვრებით ისიამოვნოს და ამავდროულად ცდილობენ აფიორების გაბმას როგორც პირად ცხოვრებაში ასევე ბიზნესში. ეს არის ეკონომიკური აყვავების, ჯაზის აღმოცენებისა და კონტრაბანდით ვაჭრობის განვითარების ერა. ფიცჯერალდმა თავის ნოველაზე თქვა:"Something new - something extraordinary and beautiful and simple and intricately patterned" .....  

ფიცჯერალდმა თავისი გმირები და გარემო რეალური პიროვნებებისგან შექმნა. გეთსბის სახლის ინსპირაცია მან მაშინ მიიღო როდესაც ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო2. East Egg- "ძველი დიდება" სადაც ერთ ერთი მთავარი გმირი ბუქანანი (Buchanan) და West Egg - "ახალი ფული" სადაც გეთსბი ცხოვრობდა რეალური ადგილებია. 

ჯეი გეთსბის პიროვნება დაფუძნებულია მაქს გერლაჩის (Max Gerlach) პიროვნებაზე, რომელიც ცნობილი კონტრაბანდისტი და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო.
დეიზი ფიცჯერალდის პირველი სიყვარული ჯინევრა კინგია (Ginevra King).
ბუქანანი კი ჯინევრა კინგის მეუღლეა.
გოლფის მოთამაშე ჯორდან ბეიკერიც ჯინევრას საუკეთესო მეგობარი ედით კუმინგია (Edith Cumming).
მეიერ ვოლფსტეიმი კი ნიუ იორკელი დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელი არმოლდ როსტეინის (Arnold Rostein) ანალოგია. 

ფიცჯერალდის გმირები გიტოვებენ უცნაურ გრძნობას, ისინი არიან ძალიან ზედაპირულები და ამავდროლულად ძალიან ღრმა პიროვნებები. ფილმის ყურების დროს გუფლება გრძნობა რომ არ იცნობ არც ერთ გმირს მაგრამ მოულოდნელად მათი განცდების გამზიარებელი და თანამგრძნობი ხდები. 

საინტერესო დამთხვევა აკავშირებს წიგნსა და ფილმს ერთმანეთთან, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მათ კავშირს. ფილმის გამოშვებას როგორც უკვე ავღნიშნე 2 წელი დასჭირდა, ზუსტად ამდენი ხანი მოანდომა სკოტ ფიცჯერალდმა ნოველის დაწერას. სანამ წიგნი დასრულებულ სახეს მიიღებდა ფიცჯერალდს უკვე მზად ჰქონდა მისი ყდა. ფრენსის კუგატის (Francis Cugat) ყდის ვერსიამ ისე მოხიბლა ფიცჯერალდი რომ მან წიგნში შეიტანა ნახატის აღწერილობა როგორც "God Sees Everything", ფილმშიც ხშირად შეხვდებით ამწარწერას.

ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნოველის კინოდ გარდაქმნა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო პროექტის ავტორებისთვის. მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი ბაზ ლუჰრმანის მეთაურობით, ჯეი-ზის მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმები მიუჩიკა პრადასა და კეტრინ მარტინის შემოქმედებით დიდი იმედის მომცემი იყო. ასეთი სამსახიობო შემადგენლობით - ლეონარდო დი კაპრიო,  ქერი მულიგანი, ტობი მაქგუაიერი, ამიტაბ ბაჩანი - არ შეიძლებოდა ფილმი ცუდი გამოსულიყო და გაწეული რისკი 142 წუთიან სიამოვნებაში გადაიზარდა კინომოყვარულებისთვის.

ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა თანამედროვე მუსიკამ რომელიც ჯაზური ელემენტებით იყო დატვირთული. ნამდილად საინტერესო იყო თანამედროვე მუსიკის სახეცვლილების მოსმენა, განსაკუთრებით ასეთი ცნობილი მომღერლებისა და შემოქმედი ხალხის მიერ. საუნდტრეკი ყველა ფილმის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის გიქმნის ემოციურ მოჯაჭვულობას და ხშირად უფრო მეტის მთქმელია ვიდრე სიტყვები. "დიდი გეთსბის" საუნდტრეკებს დაჭერილი აქვს მგრგვინავი ოციანების რიტმი.

კელი დემორი (Kelly Deamore) American Songwriter-დან წერდა "A dine example of what a film's musical-mate can and should be; it mirrors many aesthetic elements of fill, augments the general story line and adds depth and personality to the characters and dialogue on the screen."

ლეონარდო დიკაპრიო ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. ის სრულებით ითავისებს თავისი გმირებს სიღრმესა და ხასიათის ყველა დეტალს. ის საოცრად ასახიერებს და აცოცხლებს პერსონაჟებს. წიგნის წაკითხვოს პერიოდში გონებაში გიყალიბდება ასოციაცაიათუ როგორი უნდა იყოს პერსონაჟი, რას განიცდის ის, როგორ გამოიყურება და როგორ საუბრობს. ლეონარდო დიკაპრიოს მიერ განსახიერებული გმირი იყო ცოცხალი, საინტერესო, მასში იყო ყველა ის გეთსბი რომელიც ოდესმე ვინმეს წარმოედგინა. გეთსბის მიზანსწრაფულობა ლეონარდოს თვალებში მკაფიოდ ჩანდა და ეს ძალიან ამარელვებელი იყო.

იმის მიუხედავად რომ ფილმშ არც ერთი დადებითი ქალის გმირი არ არის დეიზი მაინც ყველა გოგოს შურის ობიექტია. გეთსბი მას უყურებდა ისე, რაზეც ყველა გოგო ოცნებობს. ის უყვარდათ ისე როგორც ყველა გოგო ოცნებოს რომ უყვარდეს ვინმეს.

ბოლოს მინდა დავამატო თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ფილმა და მინდა ყველას გირჩიოთ მისი ყურება, ნამდვიალდ არ ინანებთ.