Sunday, December 27, 2015

10 საუკეთესო ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო!

ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმებიდან, თითქმის ყველა 2 საათ-ნახევარზე მეტხანს გრძელდება, თუმცა არაჩვეულებრივი რეჟისორებისა და მსახიობების მუშაობის წყალობით, მათ მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით ნახულობს. და თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ ახლავე ნახოთ.

მცვანე მილი

საკულტო მისტიკური დრამა სტივენ კინგის რომანის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს უჩვეულო პატიმრის, ჯონ კოფის შესახებ. მას სიკვდილი აქვს მისჯილი. მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელსა და კრიტიკოსებზე და ასწავლა მათ, რომ სჯეროდეთ სასწაულების. ფილმმა მიაღწია უდიდეს წარმატებას: „ოსკარზე“ წარდგენილი იყო 4 ნომინაციაში, აქვს „სატურნის“ 3 პრემია, კიდევ 10 ჯილდო და 23 სხვა ნომინაცია. 

კარგი, ცუდი და ბოროტი
არც მანამდე და არც მის შემდეგ არ გადაღებულა ვესტერნი, რომელიც „კარგი, ცუდი და ბოროტის“ ხარისხს შეედრება. ამ ფილმის ყოველი ფრაზა ცნობილი ციტატა გახდა და ყოველი სცენა – კლასიკა.მორიკონეს არაჩვეულებრივი მუსიკა, სერჟიო ლეონეს გენიალური რეჟისურა და, რაღა თქმა უნდა, მტკიცე და აუღელვებელი კლინტ ისტვუდი.
შინდლერის სია
წარმატებული ბიზნესმენის, ნაცისტური პარტიის წევრის, მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ებრაელის გადამრჩენელის – ოსკარ შინდლერის ისტორია. 


ბეჭდების მბრძანებელი

„ბეჭების მრძანებელი“ თანამედროვე კინემატოგრაფიის მართლაც მონუმენტური შედევრია. თუკი წიგნი არ წაგიკითხავთ, პიტერ ჯეკსონის ფილმების ნახვის შემდეგაც გახდებით ტოლკინის ფანი. მსახიობების არაჩვეულებრივ თამაშს, კოსტიუმებს და ჰოვარდ შორის შესანიშნავ მუსიკას ზღაპრების სამყაროში გადაჰყავს ისინიც, ვისაც არ სჯერა ზღაპრების.

მატრიცა

ერთერთი საკულტო ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ იდეებს. კინოსურათი, რომელშიც დაიმახსოვრებ ყველა მომენტს, პირველივე ნახვიდან, რადგან თითოეული სცენა ღრმად ილექება შთაბეჭდილებებში.


ერთხელ ამერიკაში

ამერიკელი პროდიუსერების გამო ლეონეს ამ იდეის დამუშავება 20 წელს მოუწია. მაგრამ ლოდინი ამად ღირდა – გასული წლების განმავლობაში, იდეის გაჩენიდან ფილმის გამოსვლამდე, მან გონებაში ფილმი იმდენჯერ გადაიღო, რომ საბოლოო პროდუქტი იდეალური გამოვიდა, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
პერლ-ჰარბორი

მაიკლ ბეიმ შეძლო გადაეღო არაჩვეულებრივი დრამატული სურათი. საინტერესო ატმოსფერო და საჰაერო ბრძოლები მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. და რაღა თქმა უნდა მსახიობების ოსტატური თამაში და იდეალური მუსიკალური გაფორმება.
ბენჟამინ-ბატონის იდუმალებით მოცული ამბავი
ფიცჯერალდის გენიალურმა ფანტაზიამ დევიდ ფინჩერის ფილმით მეორე სიცოცხლე შეიძინა. შესაძლოა უფრო საინტერესო და ნათელიც კი, ვიდრე ფურცლებზე. ფილმი უდავოდ იძლევა მეტი მოსაზრების გავრცელების საშუალებას და გასაღებებს იმ კარებისთვის, რომლებიც ავტორს ორიგინალ რომანში არ გაუხსნია.

გაიცანით ჯო ბლეკი

ენტონი ჰოპკინსი და ბრედ პიტი. კიდევ რამე არის საჭირო იმისთვის, რომ ფილმი არაჩვეულებრივი იყოს? თუმცა მასში არის კიდევ რაღაც – სამყარო, სადაც ერთმანეთს კვეთს სიკეთე და ბოროტება, დიდება და სირცხვილი, შიში და სიმამაცე, სიყვარული და სიკვდილი. ისინი ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ. 
ავატარი
საინტერესოა, შესაძლებელია იდეალური ფილმის გადაღება? ფილმის, სადაც ჰარმონიულად შერწყმული იქნება ღრმა აზრები, საინტერესო შინაარსი და ლამაზი ვიდეოსიუჟეტი.ჯეიმს კამერუნმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებელია და გადაიღო „ავატარი“. ეს მხოლოდ ფილმი არაა, ეს მთელი სამყაროა. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: გარემო, დაუჯერებელი ცხოველები, მწერები.















No comments:

Post a Comment