Saturday, December 26, 2015

The Great Gatsby

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მიერ 1925 წელს დაწერილი შესანიშნავი ნაწარმოები 2013 წელს ბაზ ლუჰრამანმა (Baz Luhrmann) ეკრანებზე გააცოცხლა. დროის საუკუნოვანი ცვლილების მიუხედავად ფილმში იგრძნობა ის მუხტი და რიტმი რომელიც თან ახლდა მზარდი ნიუ იორკსა და მის უდარდელ მდიდარ მაცხოვრებლებს. პროექტის წარმატება წინასწარვე გამოკვეთილი იყო რადგან ამ პროექტს სათავეში ლეგენდარული რეჟისორი "რომეო და ჯულიოეტასა" და "ავსტრალიის" შემქმნელი ბაზ ლუჰრმანიჩაუდგა სათავეში. 


იმის მიუხედავად რომ ფილმის სცენარი ყველასთვის კარგად ნაცნობია ფილმის ყურების დროს მაინც მოულოდნელობის და სიახლის გრძნობა გეუფლება. გამაოგნებელია ის ფაქტი რომ ყველა მცირედი დეტალიც კი გათვალისწინებული იყო გადაღებების დროს. ფილმის გადაღებიდან მის ეკრანებზე გამოსვლამდე 2 წელი გავიდა, მაგრამ დამერწმუნეთ ნამდვილად ღირდა ლოდი. 


ისტორიის განვითარება ხდება "ჯაზის ეპოქაში" როდესაც ცვლილებები და ამ ცვლილებებთან გამკავება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. როდესაც ხალხი ცდილობს გაერთოს, ცხოვრებით ისიამოვნოს და ამავდროულად ცდილობენ აფიორების გაბმას როგორც პირად ცხოვრებაში ასევე ბიზნესში. ეს არის ეკონომიკური აყვავების, ჯაზის აღმოცენებისა და კონტრაბანდით ვაჭრობის განვითარების ერა. ფიცჯერალდმა თავის ნოველაზე თქვა:"Something new - something extraordinary and beautiful and simple and intricately patterned" .....  

ფიცჯერალდმა თავისი გმირები და გარემო რეალური პიროვნებებისგან შექმნა. გეთსბის სახლის ინსპირაცია მან მაშინ მიიღო როდესაც ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო2. East Egg- "ძველი დიდება" სადაც ერთ ერთი მთავარი გმირი ბუქანანი (Buchanan) და West Egg - "ახალი ფული" სადაც გეთსბი ცხოვრობდა რეალური ადგილებია. 

ჯეი გეთსბის პიროვნება დაფუძნებულია მაქს გერლაჩის (Max Gerlach) პიროვნებაზე, რომელიც ცნობილი კონტრაბანდისტი და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო.
დეიზი ფიცჯერალდის პირველი სიყვარული ჯინევრა კინგია (Ginevra King).
ბუქანანი კი ჯინევრა კინგის მეუღლეა.
გოლფის მოთამაშე ჯორდან ბეიკერიც ჯინევრას საუკეთესო მეგობარი ედით კუმინგია (Edith Cumming).
მეიერ ვოლფსტეიმი კი ნიუ იორკელი დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელი არმოლდ როსტეინის (Arnold Rostein) ანალოგია. 

ფიცჯერალდის გმირები გიტოვებენ უცნაურ გრძნობას, ისინი არიან ძალიან ზედაპირულები და ამავდროლულად ძალიან ღრმა პიროვნებები. ფილმის ყურების დროს გუფლება გრძნობა რომ არ იცნობ არც ერთ გმირს მაგრამ მოულოდნელად მათი განცდების გამზიარებელი და თანამგრძნობი ხდები. 

საინტერესო დამთხვევა აკავშირებს წიგნსა და ფილმს ერთმანეთთან, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მათ კავშირს. ფილმის გამოშვებას როგორც უკვე ავღნიშნე 2 წელი დასჭირდა, ზუსტად ამდენი ხანი მოანდომა სკოტ ფიცჯერალდმა ნოველის დაწერას. სანამ წიგნი დასრულებულ სახეს მიიღებდა ფიცჯერალდს უკვე მზად ჰქონდა მისი ყდა. ფრენსის კუგატის (Francis Cugat) ყდის ვერსიამ ისე მოხიბლა ფიცჯერალდი რომ მან წიგნში შეიტანა ნახატის აღწერილობა როგორც "God Sees Everything", ფილმშიც ხშირად შეხვდებით ამწარწერას.

ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნოველის კინოდ გარდაქმნა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო პროექტის ავტორებისთვის. მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი ბაზ ლუჰრმანის მეთაურობით, ჯეი-ზის მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმები მიუჩიკა პრადასა და კეტრინ მარტინის შემოქმედებით დიდი იმედის მომცემი იყო. ასეთი სამსახიობო შემადგენლობით - ლეონარდო დი კაპრიო,  ქერი მულიგანი, ტობი მაქგუაიერი, ამიტაბ ბაჩანი - არ შეიძლებოდა ფილმი ცუდი გამოსულიყო და გაწეული რისკი 142 წუთიან სიამოვნებაში გადაიზარდა კინომოყვარულებისთვის.

ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა თანამედროვე მუსიკამ რომელიც ჯაზური ელემენტებით იყო დატვირთული. ნამდილად საინტერესო იყო თანამედროვე მუსიკის სახეცვლილების მოსმენა, განსაკუთრებით ასეთი ცნობილი მომღერლებისა და შემოქმედი ხალხის მიერ. საუნდტრეკი ყველა ფილმის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის გიქმნის ემოციურ მოჯაჭვულობას და ხშირად უფრო მეტის მთქმელია ვიდრე სიტყვები. "დიდი გეთსბის" საუნდტრეკებს დაჭერილი აქვს მგრგვინავი ოციანების რიტმი.

კელი დემორი (Kelly Deamore) American Songwriter-დან წერდა "A dine example of what a film's musical-mate can and should be; it mirrors many aesthetic elements of fill, augments the general story line and adds depth and personality to the characters and dialogue on the screen."

ლეონარდო დიკაპრიო ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. ის სრულებით ითავისებს თავისი გმირებს სიღრმესა და ხასიათის ყველა დეტალს. ის საოცრად ასახიერებს და აცოცხლებს პერსონაჟებს. წიგნის წაკითხვოს პერიოდში გონებაში გიყალიბდება ასოციაცაიათუ როგორი უნდა იყოს პერსონაჟი, რას განიცდის ის, როგორ გამოიყურება და როგორ საუბრობს. ლეონარდო დიკაპრიოს მიერ განსახიერებული გმირი იყო ცოცხალი, საინტერესო, მასში იყო ყველა ის გეთსბი რომელიც ოდესმე ვინმეს წარმოედგინა. გეთსბის მიზანსწრაფულობა ლეონარდოს თვალებში მკაფიოდ ჩანდა და ეს ძალიან ამარელვებელი იყო.

იმის მიუხედავად რომ ფილმშ არც ერთი დადებითი ქალის გმირი არ არის დეიზი მაინც ყველა გოგოს შურის ობიექტია. გეთსბი მას უყურებდა ისე, რაზეც ყველა გოგო ოცნებობს. ის უყვარდათ ისე როგორც ყველა გოგო ოცნებოს რომ უყვარდეს ვინმეს.

ბოლოს მინდა დავამატო თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ფილმა და მინდა ყველას გირჩიოთ მისი ყურება, ნამდვიალდ არ ინანებთ.



No comments:

Post a Comment